ყარაჩიში ცნობილი პაკისტანელი პოლიტიკოსი მოკლეს. პოლიციის განცხადებით, ზაჰრა შაჰიდ ჰუსეინს თავში ცეცხლსასროლი იარაღით ორჯერ ესროლეს. მკვლელობა პოლიტიკოსის სახლთან ახლოს მოხდა. ზაჰრა ჰუსეინი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა.
ტეჰრიკ-ე-ინსაფის პარტია, რომელსაც ქალბატონი ჰუსეინი წარმოადგენდა აცხადებს, რომ პოლიტიკოსის მკვლელობა ტერორისტულ აქტს წარმოადგენს.
ზაჰრა ჰუსეინი პარტიის ვიცე პრეზიდენტი იყო, რომელმაც გასულ კვირას საპარლამენტო არჩევნებში მესამე ადგილი დაიკავა.