ტერაქტი მოხდა პაკისტანში. თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული ავტომანქანა ააფეთქა. ტერაქტი პაკისტანის ქალაქ ყარაჩიში პოლიციის მაღალჩინოსნის სახლთან მოხდა, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაიღუპა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო მოძრაობა თალიბანმა. აფეთქების შედეგად დაღუპულთა შორის ექვსი პოლიციელია. ტერაქტს ასევე ერთი ქალის და ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. თავად პოლიციის მაღალჩინოსანი ჩოდრი ასლამი ტერაქტს გადაურჩა. ასლამი ყარაჩიში ანტიტერორისტულ დანაყოფს ხელმძღვანელობს. მისი თქმით, მან წარსულში თალიბანისგან მუქარის გზავნილი მიიღო, თუმცა ტერაქტის თავიდან აცილება ვერ შეძლო. ასლამის განცხადებით, მას თალიბანის არ ეშინია და ის მათ „გაკვეთილს ასწავლის“. პაკისტანური თალიბანის განცხადებით, ასლამი მათი სამიზნე იმიტომ აღმოჩნდა, რომ მას ბევრი თალიბის მკვლელობაში მიუძღვის ბრალი.
პოპულარული
1