ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შეფასებებია წარმოდგენილი. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მიმდინარე კამპანია „აშკარად უფრო მშვიდია“, თუმცა მართველ ძალასა და საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიას შორის დაძაბული კოჰაბიტაციის ნიშნები შეინიშნება.
ანგარიშის თანახმად, საარჩევნო გარემოზე უაროფითად იმოქმედა ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებზე პოლიტიკური ზეწოლის შესახებ განცხადებებმა. ორ პარტიას შორის ურთიერთობაზე ასევე ურყოფითად აისახა ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე ხელმძღვანელი პირის დაკავება და პატიმრობა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ და პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა აიღო ვალდებულება ქვეყანაში ქვეყანაში სანიმუშო არჩევნები ჩატარდეს.
საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებით ეუთოს შუალედურ ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ წინა არჩევნებთან შედარებით მედია სივრცე ნაკლებად პოლარიზებულია, ხოლო ჟურნალისტები პოლიტიკურ მოვლენებს უფრო ნეიტრალურად და მიუკერძოებლად აშუქებენ.