არქიეპისკოპოსმა ვიქტორ პივოვაროვმა, რომელიც ემიჯნება მოსკოვის საპატრიარქოს, 28 დეკემბერს "რადიო თავისუფლებას" აცნობა, რომ კრასნოდარის მხარის პოლიციამ მას ბრალი წაუყენა.
სლავური და სამხრეთ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის 86 წლის წინამძღვარს ბრალი ედება რუსეთის შეიარაღებული ძალების "განმეორებით დისკრედიტაციაში".
პივოვაროვის განმარტებით, ბრალდება უკავშირდება არქიეპისკოპოსის მიერ ხელმოწერილ სტატიას, რომელშიც ის გმობდა ომს.
ახალი ბრალდების წაყენება მას შემდეგ მოხდა, რაც პივოვაროვი მარტში სასამართლოს გადაწყვეტილებით 40 000 რუბლით (436 დოლარი) დააჯარიმეს იმის გამო, რომ მისი ერთ-ერთ ქადაგება, სადაც ის გმობდა უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრას, წარმოადგენდა ამ ქვეყნის სამხედროების "დისკრედიტაციას".
Facebook Forum