ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის საელჩო იერუსალიმში ოფიციალურად ორშაბათს გაიხსნება


მომავალ ორშაბათს იერუსალიმში ამერიკის საელჩო უნდა გაიხსნას. რამდენიმე დღით ადრე საელჩომ, რომელიც თელავივიდან იერუსალიმში გადაინაცვლებს „ტვიტერის“ ანგარიშის სახელიც შეცვალა იმის აღსანიშნად, რომ ის ამიერიდან იერუსალიმში იქნება განლაგებული. რეალურად საელჩო იმ შენობაში განთავსდება, სადაც აქამდე ამერიკის საკონსულო მდებარეობდა.

საელჩოს გადატანა ტრამპის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. უკვე პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებით ამერიკამ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი აღიარა და საელჩოს რელოკაციის გადაწყვეტილებაც მიიღო, რამაც პალესტინელთა და ისლამური სამყაროს დიდი ნაწილის რისხვა გამოიწვია.

პალესტინელი ლიდერები მოუწოდებენ დიპლომატებს, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებსა და რელიგიურ ლიდერებს, რომ მათ საელჩოს გახსნის ცერემონიას ბოიკოტი გამოუცხადონ.

„ამ ცერემონიაზე დასწრება იქნება ავისმომასწავებელი გზავნილი, რომ ისინი მხარს უჭერენ საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევას და პალესტინელი ხალხის ფუნდამენტური უფლებების შელახვას“, განმარტა საებ ერეკატმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG