ერთი წლის თავზე, მას შემდეგ რაც მოძრაობამ #მეც ამერიკა მოიცვა, სექსუალური ძალადობა მსოფლიოს გარშემო პრობლემად რჩება.
გამოკითხვებით, ყოველი ერთი კაცი ოთხიდან რვა ქვეყანაში ფიქრობს, რომ ისინი თავიანთი თანამშრომლებისგან სექსუალური კავშირის დამყარებას მოელიან. აღნიშნული მონაცემები არასამთავრობო ორგანიზაცია "CARE" -ის კვლევის შედეგებია. გამოკითხვა აჩვენებს, რომ მიუხედავად კამპანიისა #მეც, სექსუალური ძალადობის აღმოსაფხვრელად ბევრი ნაბიჯი უნდა გადადიგას.
"შოკისმომგვრელია, რომ ეგვიპტეში დამსაქმებლების 62 პროცენტი ფიქრობს, რომ ისინი იმსახურებენ სექსს მათი თანამშრომლებისგან", - ამბობს რეიჩელ ლემანი, ორგანიზაციის დირექტორი. "თუმცა ამერიკაშიც კი, სადაც ეს რიცხვი დაბალია, ყოველი რვა კაციდან ერთს მსგავსი შეხედულება აქვს 2018 წლის მონაცემებით. ეს აჩვენებს, რომ [სექსუალური შევიწროება] გლობალური პრობლემაა", - ამბობს ის.
კამპანია #მეც
ერთი წლის წინ, ოქტომბერში გამოცემებმა "ნიუ იორკ თაიმსმა" და "ნიუ იორკერმა" საგამომძიებლო რეპორტაჟი გამოაქვეყნეს, რომელიც ჰოლივუდის პროდიუსერის, ჰარვი უაინსტაინის მიერ რამდენიმე ქალის მიმართ ძალადობის და შევიწროების ბრალდებებს მოიცავდა.
ცნობილი პროდიუსერი, რომლის ფილმებიც ბევრჯერ იყო ნომინირებული სხვადასხვა კონკურსებზე, ქალებს კარიერულ წარმატებაში დახმარებას პირდებოდა სექსუალური კავშირის სანაცვლოდ. ბრალდების მიხედვით, მსახიობები მირა სორვინო და ეშლი ჯადი "შავ სიაში" მოხვდნენ რადგან, მათ უარი განაცხადეს უაინსტაინის მოთხოვნების შესრულებაზე.
დღეს, უაინსტაინის საქმე სასამართლოშია. მას გაუპატიურების და სექსუალური ძალადობის ბრალდებებზე უწევს პასუხის გაცემა.
მას შემდეგ, რაც უაინსტაინის ისტორია საჯარო გახდა, უამრავმა ქალმა სხვადასხვა ინდუსტრიიდან დაიწყო საუბარი სექსუალური შევიწროების და ძალადობის შემთხვევებზე - ეს მოძრაობა სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" ცნობილი გახდა ჰეშტეგით #მეც.
ერთი წლის შემდეგ, მოძრაობას #მეც ამერიკულ საზოგადოებაზე დიდი გავლენა აქვს სოციალურად, პოლიტიკურად თუ კერძო სექტორში.
პოლიტიკური მხარე
კამპანია #მეც მამოძრავებელი ძალა გახდა ქალი კანდიდატებისთვის, რომლებიც პოლიტიკური თანამდებობებისთვის იბრძვიან.
ამერიკის კონგრესის, შტატის გუბერნატორების და საკანონდებლო ორგანოების არჩევნებში, ქალი კანდიდატების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა.
"ვფიქრობ #მეც ხელს უწობს და ეხმარება იმ გარემოს, სადაც ჩვენ ვსვამთ კითხვებს ქალებსა და კაცებს შორის და ზოგადად ძალაუფლების უთანასწორობაზე", - ამბობს კელი დიტმარი, რუტგერის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. "და თუ ყურადღებას მიაპყრობ და დააკვირდები ჩვენს ინსტიტუტებში ძალაუფლების უთანასწორობას, ნახავ რომ ქალები არ სხედან მაგიდებთან, ქალები არ არიან წარმოდგენილი მაღალ პოზიციებზე, თუ მნიშვნელოვანი გადაწვეტილების მიღების პროცესში", - ამბობს ის.
მიუხედავად იმისა, მოახერხებენ თუ არა ქალი კანდიდატები არჩევნების დღეს წარმატების მიღწევას, დიტმარი ამბობს, ისინი უკვე ცვლიან წარმოდგენებს, თუ როგორი უნდა იყოს კანდიდატი და გზას უხსნიან ქალებს პოლიტიკაში.
მოძრაობამ ასევე შეცვალა კაცების წარმოდგენა იმაზე, თუ რას ნიშნავს სექსუალური ძალადობა და შევიწროება სამუშაო ადგილზე თუ მის მიღმა. თუმცა ბევრი ღელავს, რომ მოძრაობა ძალიან შორს წავიდა.
"ვფიქრობ ბევრი ადამიანი თვლის, რომ მოძრაობა შორს წავიდა, ამას ჩვენი პრეზიდენტიც ამბობს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია", - ამბობს ერიკ ვინცენტი არიზონიდან.
თუმცა "CARE"-ის კვლევა აჩვენებს რომ ჯერ ისევ დიდი გზაა გასავლელი იმისთვის, რომ ქალები თავისუფალნი გახდნენ.
Facebook Forum