ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონი ოლიმპიური თამაშებისათვის ემზადება


ლონდონის ქუჩები სამუშაო დღეებშიც ისეთივე გადატვირთულია როგორც შაბათ-კვირას. ოლიმპიურმა სამზადისმა ქალაქს მყუდროება დაურღვია.

სტივ მაკეინი ტაქსის მძღოლად 7 წელია მუშაობს. ამ ხნის განმავლობაში მას მსგავსი საცობები არ უნახავს:

„საკმაოდ ბევრი საცობების გამო შემოვლითი გზებით გვიხდება მოძრაობა, იმ გზებით, რომელსაც ადრე არასდროს ვიყენებდით. ეს საშინელებაა... არავინ იცის თუ როგორი დასასრული ექნება ამ ყველაფერს.“

იმისათვის რომ ოლიპმიურ ღონისძიებას ხელი არ შეეშალოს. ქალაქის ადმინისტრაციამ რამდენიმე ცენტრალურ გზაზე მოძრაობა აკრძალა, რამაც მძღოლთა მდგომარეობა უფრო გაართულა. მოსახლეობისა და სტუმრების ინფორმირების მიზნით, სპეციალურ ვებ-გვერდზე, მოძრაობის სქემა საათობრივად ქვეყნდება. ამასთანავე ოლიმიური თამაშებისა და სხვადასხვა კონცერტების განრიგიც განთავსდება. როგორც ჩანს, ოლიმპიური შეჯიბრი და მასთან დაკავშირებული ღონისძიებები ქალაქის მთელს ტერიტორიაზე გაიმართება.

ჯონ ედვარდი ოლიმპიური კომიტეტის წევრია:

„ქალაქი ნორმალურ რიტმში ვეღარ ფუნქციონირებს; ყოველივე ამას გადატვირთული მოძრაობაც უშლის ხელს. ასე რომ, ამ დროს, ტრანსპორტის კოორდინაცია და თან ოლიმიური თამაშების ორგანიზება, ძალიან ძნელია.“

საგზაო პრობლემებს, ლონდონის ჰითროუს აეროპორტში ჩამოსული ემიგრანტებისა და ტურისტების გრძელი რიგებიც ემატება, რაც მგზავრთა გაღიზიანებას იწვევს. ოფოციალური პირების განცხადებით ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეთათვის სპეციალური გასავლელია შექმნილი.

პარალელურად, უჩვეულო ხალხმრავლობა შეინიშნება მატარებლის სადგურებსა და მეტროშიც. 150 წლის წინ შექმნილი სარკინიგზო სისტემა მწყობრიდან ხშირად გამოდის და მგზავრებს გადაადგილებაში დამატებითი პრობლემა ექმნებათ. სულ ახლახანს ლონდონში ახალი, დამატებითი სარკინიგზო ხაზიც გაიხსნა, რომელიც მგზავრებს იმ ორ ადგილას გადაიყვანს სადაც ოლიმპიური თამაშები ჩატარდება.

მიუხედავად ამისა, ლონდონის სატრსანპორტო სისტემა ივლისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს დასაწყისამდე საკმაოდ გადატვირთული იქნება, რადგან ოლიმიური თამაშები სწორედ ამ დროს გაიმართება.
XS
SM
MD
LG