ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავთობის სქელმა მასამ ტეხასის შტატის სანაპირომდე მიაღწია


შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ოფიციალურ პირთა განცხადებით, ჩაღვრილი ნავთობის სქელმა მასამ ტეხასის შტატის სანაპირომდე მიაღწია.

ამით ტეხასი შეუერთდა ლუიზიანას, მისისიპის,ალაბამასა და ფლორიდის შტატებს ,რომელიც ბიპის კომპანიის წყალქვეშა ჭაბურღილის დაზიანებით სერიოზულად დაზარალდა.

აღსანიშნავია,რომ კვირის მანძილზე ძლიერი ქარებისა და აღელვებული ოკეანის გამო გამწმენდი სამუშაოების ტემპი შედარებით დაეცა.თუმცა ბიპის ოფიცილურ წარმომადგენელთა განცხადებით,გიგანტური ტანკერის მცდელობა სამომავლოდ უფრო უკეთეს შედეგებს მოიტანს.

ტანკერი ყოველდღიურად ხუთასი ათასი ბარელის ოდენობის ნავთობს იღებს ოკეანიდან,თუმცა გარემოს დამცველები და ოფიციალური პირები ბიპის მცდელობებს არასაკმარისად მიიჩნევენ და აცხადებენ,რომ კომპანია შეპირებულზე ნაკლებ ნავთობს იღებს ოკეანიდან.

XS
SM
MD
LG