საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმმა გამოაქვეყნა ახალი კვლევა, რომელიც ოფშორულ ზონებში დამალულ გადასახადებს შეეხება. კვლევის შედეგად გამოვლინდა 120 ათასი კომპანია, რომელთა მეშვეობითაც პოლიტიკოსები თუ სხვა გავლენიანი პირები შემოსავლების დამალვას ახერხებენ. გამოძიების მიხედვით, რომელშიც კონსორციუმის ჟურნალისტური ქსელი იყო ჩართული დადგენილი არიან ამერიკელი დოქტორები, უოლ სტრიტის თაღლითური ჯგუფები, აღმოსავლეთ ევროპელი და ინდონეზიელი მილიარდერები, რუსული კორპორაციების ხელმძღვანელები, იარაღით მოვაჭრეები, რომლებიც ოფშორულ ზონებში მალავდნენ საკუთარ ფინანსებს. გამომძიებელ ჟურნალისტებს ხელში ჩაუვარდათ დაახლოებით ორ მილიონ ნახევარი ფაილი, რაც 160 ჯერ აჭარბებს სკანდალური ვიკილიქსის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტიდან მოპოვებულ დოკუმენტებს. აღნიშნული დოკუმენტების გაანალიზების პროცესში ჟურნალისტთა საგამოძიებო კონსორციუმმა ჩართო გავლენიანი მედია-ორგანიზაციების ბრიტანული „გარდიანის“ და „ბიბისის“, ფრანგული „ლე მონდის“, გერმანული „ზიდოიჩე ცაიტუნგის“ და „ნორდედოიჩერის“, ამერიკული „ვაშინგტონ პოსტის“ და კანადური სამაუწყებლო კორპორაციის ჟურნალისტები. სულ მსოფლიო მასშტაბით ამ დოკუმენტების ანალიზში 31 მედია უწყება მონაწილეობდა.
„მე აქამდე არ მინახავს ამის მსგავსი ანალოგი. საიდუმლო მსოფლიო საბოლოოდ გამომჟღავნდა,“ - განაცხადა კანადის ქვინის უნივერსიტეტის პროფესორმა არტურ ქოქფილდმა.
ოფშორულ ზონებში ფულის მასიურმა გადინებამ კანონიერი იქნება ეს თუ უკანონო, პირადი თუ კორპორატიული, შესაძლოა მწვავე ეკონომიკური პრობლემები გამოიწვიოს. ევროპაში ფინანსური კრიზისი კვლავ გრძელდება, რაც კიდევ უფრო მეტად გაამწვავა საბერძნეთის ფისკალურმა კატასტროფამ. ეს კი თავის მხრივ, კვიპროსის ოფშორულ ზონაში ჭარბი ფულის გადინებამ გამოიწვია, სადაც ადგილობრივი ბანკების ქონებას ძირითადად რუსული კაპიტალი განსაზღვრავდა.
კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ჯგუფები აცხადებენ, რომ ოფშორულ ზონებში დამალული ფინანსები ძირს უთხრის კანონიერებას და სამართლიანობას, ასევე წესრიგს და საშუალო ფენის მოქალაქეებს, რომლებიც იხდიან მაღალ გადასახადებს, ხოლო მათი გადახდილი ფული კი ოფშორებში უჩინარდება. ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ოფშორულ ზონებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად 1 ტრილიონიდან ტრილიონ 600 მილიარდამდე დოლარი იმალება. ეს მთლიანად ფინანსური დანაშაულის შედეგად მიღებული თანხებია.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ოფშორულ ზონებში თანხებს მალავენ ის რუსი მაღალჩინოსნები, რომლებიც ამერიკის სენატის მიერ მიღებულ „მაგნიტსკის აქტში“ არიან მოხვედრილი.
ასევე ვენესუელელი ბიზნესმენი, რომელიც მთავრობის მაღალჩინოსნებთან დადებული ფარული გარიგებების მეშვეობით კორუფციულ თანხებს განაგებდა.
დოკუმენტში ასევე შესულია ერთერთი კორპორაციის მფლობელი, რომელმაც აზერბაიჯანის პრეიდენტის ილჰამ ალიევის მასობრივი სამშენებლო ბუმის დროს, პრეზიდენტის ქალიშვილების სახელზე ოფშორეულ ზონებში გახსნილ ანგარიშებს მართავდა. გამოძიებამ ასევე დაადგინა ინდონეზიელი მილიარდერები, რომლებსაც მჭიდრო კავშირები ქონდათ დიქტატორ სუჰარტოსთან, რომლის მმართველობის დროსაც მისი გარემოცვის ქონება განუზომლად გაიზარდა. ჟურნალისტური გამოძიების ყურადღების ქვეშ მოხვდა კანადელი ცნობილი იურისტი ტონი მერკანტი, რომელსაც კუკის კუნძულებზე ოფშორულ ანგარიშებზე 1998 წელს გადარიცხული 1 მილიონი დოლარი აღმოუჩინეს, თუმცა მან ეს ფაქტი საგადასახადო სამსახურს დაუმალა.
აღსანიშნავია,რომ მისი მეუღლე პანა მერკანტი კანადელი სენატორია.
გაჟონილი დოკუმენტების თანახმად, ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული ანგარიში აღმოაჩნდა რუსეთის ვიცე-პრემიერის იგორ შუვალოვის მეუღლეს, ასევე კომპანია გაზპრომის ორ მაღალჩინოსანს. გაანალიზებული დოკუმენტების მიხედვით, გამოვლენილია 4 ათასზე მეტი ამერიკელი, რომლებიც ოფშორულ ზონებში საიდუმლო ანგარიშებს ფლობდნენ.