ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტ ობამას გამოსვლა გაეროში


ობამას განცხადებით, მიმტევებლობა და თავისუფლება მსოფლიოს პროგრესის მიმართულებით წაიყვანს

სამშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა გაეროს ასამბლეაზე ძალადობის და ექსტრემიზმის წინააღმდეგ სიტყვით გამოვიდა.

გაეროს ასამბლეის ყოველწლიური გამოსვლა პრეზიდენტმა ობამამ ძირითადად ანტი-მუსლიმური ვიდეოს საპროტესტო აქციებს დაუთმო.

ობამას განცხადებით, მიმტევებლობა და თავისუფლება მსოფლიოს პროგრესის მიმართულებით წაიყვანს. მან, ასევე, მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს მარგინალიზაცია გაუწიონ იმ ადამიანებს, ვინც სიძულვილს იარაღად იყენებს.

პრეზიდენტმა ობამამ ანტი-მუსლიმურ ვიდეოს არაპროფესიული უწოდა, თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ ვიდეო არ ღირდა იმად, რომ მის გამო ლიბიაში უდანაშაულო ადამიანები - ელჩი ქრის სტივენსი და საკონსულოს სამი თანამშრომელი დაღუპულიყვნენ.
XS
SM
MD
LG