ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა ხვალიდან ამოქმედდება


კონგრესის რესპუბლიკელების მიერ გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად, ობამას ჯანდაცვის რეფორმის კანონი ძალაში 1 ოქტომბრიდან შევა

თეთრი სახლი ხვალიდან საყოველთაო ჯანდაცვის კანონის ამოქმედების დაწყებისთვის ემზადება, იმის მიუხედავად, რომ კონგრესის რესპუბლიკელები მისი გაჭიანურების, ან გაუქმებისთვის ბრძოლას აგრძელებენ. „ობამაქეარის“ სახელწოდებით ცნობილი ჯანდაცვის რეფორმა ძალაში 1 ოქტომბრის დილიდან შედის.

სამედიცინო დაწესებულებებში გამზადებულია ახალი, 3-გვერდიანი ფორმები, რომელსაც მთავრობის მიერ სუბსიდირებული სამედიცინო დაზღვევის მსურველები შეავსებენ. ჯანდაცვის რეფორმის ადმინისტრაციამ ფორმები საგანგებოდ გაამარტივა და შეამოკლა. კერძო სადაზღვევო პოლისების დიდი ნაწილი 17 გვერდიანია. რეფორმის განმარტებები, რომლებსაც კომენტარს ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ჯანდაცვის დეპარტამენტის მდივანი კეტლინ სიბელიუსი უკეთებენ, ქვეყნის 29 წამყვან გაზეთში ქვეყნდება.
XS
SM
MD
LG