ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ მისი მომავალი ვიზიტი ბირმაში არ არის ქვეყნის მთავრობისთვის მხარდაჭერის გამოხატვის ნიშნანი. არამედ ვიზიტი იმას გაუსვამს ხაზს, რომ ქვეყნაში დამატებითი პოლიტიკური რეფორმებია საჭირო.
ობამას განცხადებით, ბირმამ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა რეფორმების გატარების მხრივ და ამ პროგრესს წახალისება სჭირდება. მისი თქმით:
„არავის უნდა ჰქონდეს ის ილუზია, რომ ბირმამ დემოკარატიული განვითარების გზა გაიარა. მეორეს მხრივ კი ჩვენ მათ ხელი უნდა შევუწყოთ ვიდრე ჭეშმარიტად დემოკრატიულ ქვეყანას არ შექმნიან.“
პრეზიდენტი ამჟამად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში იმყოფება. დღეს მან ბანკოკში ერთობლივი კონფერენცია გამართა ტაილანდის პრემიერ მინისტრ ინგლუკ შინავატრასთან. ტაილანდიდან ობამა ბირმას და ბოლოს კამბოჯას ეწვევა.