შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ეთიოპიასა და კენიაში მიემგზავრება.
ვიზიტის ფარგლებში მამის სამშობლოში ის ხვალ ჩავა, სადაც ნაირობიში გლობალური მეწარმეობის სამიტს დაესწრება, მოგვიანებით კი ეთიოპიაში გაემგზავრება. ობამა პირველი ამერიკელი პრეზიდენტია, ვინც ეთიოპიას ეწვევა.
ეთიოპიის მთავრობის მიერ დისიდენტებისადმი მოპყრობის გამო ადამიანის უფლებათა დამცველებმა ობამას ვიზიტი გააკრიტიკეს.
გუშინ თეთრ სახლში გამართულ მიღებაზე ობამამ განაცხადა, რომ არსებული გამოწვევების მიუხედავად აფრიკა დინამიკური ადგილია სწრაფად მზარდი ბაზრებით, რომელსაც გლობალური ეკონომიკური ცენტრის პოტენციალი აქვს.
ობამას თქმით, ახალი სავაჭრო კანონი, რომელიც აფრიკის კონტინეტის 40 ქვეყანას ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს კონტინეტზე კარგ მმართველობას და ადამიანის უფლებების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.