ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამას რეიტინგი დაეცა


თეთრი სახლის ირგვლივ განვითარებულმა პოლიტიკურმა სკანდალებმა ბარაკ ობამას იმიჯი შეარყია

ხუთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მეორე საპრეზიდენტო ვადით არჩეული ბარაკ ობამას ინაუგურაცია გაიმართა. არჩევნები დიდი მოლოდინის ფონზე ჩატარდა, ძირითადად მისი მომხრეების, დემოკრატების მხრიდან. თუმცა მოლოდინი ერთგვარად გაუფერულდა და სკანდალის ჩრდილში მოექცა.

ბოლოდროინდელმა დავამ და მძიმე პოლიტიკურმა რეალობამ ვაშინგტონი ორად გაყო.

ბოლო დღეებში პრეზიდენტი ბარაკ ობამა თავდაცვით პოზიციაშია, რაც სულ ცოტა ხნის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს საიდუმლო ანტი-ტერორისტული პროგრამის შესახებ ინფორმაციის გაჟონვამ გამოიწვია.
ამ თემაზე კითხვა პრეზიდენტ ობამას ცოტა ხნის წინ ევროპაში ვიზიტის დროს დაუსვეს.

ბარაკ ობამა: დარწმუნებული ვარ, რომ სწორ ბალანსს მოვძებნით და მოსახლეობის უსაფრთხოებას შევინარჩუნებთ. თუმცა ასევე უნდა იქნას დაცული სამოქალაქო უფლებები, თუნდაც ამ ინტერნეტის ერაში.

დავა ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს შესახებ საიდუმლო პროგრამის თაობაზე, რომლის მეშვეობით სატელეფონო და ინტერნეტ საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია გროვდებოდა ბოლო სერიას წარმოადგენს მთავარ პოლიტიკურ მოვლენათა სკანდალში რის გამოც თეთრი სახლი ყურადღების ქვეშ მოექცა.

თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაცია მანამდეც იყო თავდაცვით პოზიციაში, როდესაც ცნობილი გახდა შეერთებული შტატების საგადასახადო უწყების მიერ კონსერვატული „ჩაის სმის მოძრაობის“ წევრების მიმართ განხორციელებული სადამსჯელო პოლიტიკა. ასევე, რესპუბლიკელები აგრძელებენ ადმინისტრაციაზე ზეწოლას გასული წლის სექტემბერში, ლიბიის ქალაქ ბენღაზიში შეერთებული შტატების საელჩოზე ტერორისტული თავდასხმის დროს თეთრი სახლის მხრიდან სიტუაციის უკონტროლობის გამო.

საგადასახადო სამსახურის სკანდალმა ახალი ძალა შემატა კონსერვატულ ძალებს, განსაკუთრებით რესპუბლიკელ სენატორს ტეხასიდან ტედ კრუზს, რომელმაც ცოტა ხნის წინ „ჩაის სმის მოძრაობის“ შეხვედრაზე განცხადება გააკეთა.

ტედ კრუზი ამბობს, რომ ეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება იყო და რომ ეს შემთხვევა ერთ-ერთი მაგალითია ობამას ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების გადამეტების შემთხვევებიდან.

ამერიკის ხმასთან ანალიტიკოსი სტუარტ როტენბერგი საუბრობს საიდუმლო პროგრამის შესახებ, რამაც პრეზიდენტის საშინაო პოლიტიკის გატარება დროებით შეაფერხა.

სტუარტ როტენბერგი: მასმედიის ტონი და შინაარსი საერთოდ შეიცვალა. მიდის მსჯელობა იმაზე, თუ რა იცოდა თეთრმა სახლმა იმის შესახებ რასაც მთავრობა აკეთებდა. იყო თუ არა ხელისუფლება ასეთი ძლევამოსილი? ასეთი საშიში? მე ვფიქრობ რომ პრეზიდენტი საფრთხეშია. არა პიროვნულად, არამედ მისი ადმინისტრაციაა საფრთხეში. ეს რესპუბლიკელების ყურადღებას იპყრობს და მათ ადმინისტრაციის კრიტიკის და თავდასხმის საშუალებას აძლევს.

ექსპერტი ამატებს, რომ პრეზიდენტ ობამას მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს სხვა პრობლემებიც ექმნება, რომელთა მოგვარებაც მას მოუწევს.

სტუარტ როტენბერგი: როგორც ჩანს პატარა დაღლილობასთან გვაქვს საქმე, ეს შეიძლება იყოს ბუნებრივი დაღლილობა, როდესაც ამომრჩევლები დაიღალნენ რომ თეთრ სახლს ოთხი, ხუთი, ექვსი , რვა წელი მხოლოდ ერთიდაიგივე პოლიტიკური ძალა აკონტროლებს.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში სკანდალებმა და დავამ ვაშინგტონი მთლიანად მოიცვა, პოლიტიკური პოლარიზაცია გააძლიერა, რომელიც ამერიკის დედაქალაქში ბოლო წლებში გააქტიურდა, რამაც პრეზიდენტ ობამას სირთულეები შეუქმნა ორად გაყოფილ კონგრესში თავისი პოლიტიკური ინტერესი გაემყარებინა.

ორპარტიული პოლიტიკის ცენტრის ანალიტიკოსი ჯონ ფორტიერი აცხადებს, რომ მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს, როდესაც პრეზიდენტები კონგრესთან მუშაობის დროს ჩიხში შედიან, აქცენტები საგარეო პოლიტიკაზე გადააქვთ.

ჯონ ფორტიერი: ხელმეორედ არჩეული პრეზიდენტები მეორე ვადის დროს უფრო მეტ ყურადღებას საგარეო პოლიტიკას უთმობენ, და ეს იმიტომ რომ კონგრესში რომელიც თუნდაც ნაწილობრივ მაინც, სხვა პოლიტიკური ძალის ხელშია, რთულია საშინაო პოლიტიკური პოლიტიკა გაატარო. ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო ტრიბუნაც, და მემკვიდრეობაზე ზრუნვა.

თუმცა ვაშინგტონში არსებული სიტუაციის მიუხედავად, ფორტიერს მაინც სჯერა, რომ კონგრესს მაინც აქვს შანსი საემიგრაციო კანონის მისაღებად, რომელიც მისი აზრით არსებული პოლიტიკური კლიმატის გათვალისწინებით მთავარი მიღწევა იქნება.

ჯონ ფორტიერი: მეორე ვადით არჩეული პრეზიდენტის მოღვაწეობის დროს, რომელიც სხვა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს, და როდესაც კონგრესში სულ სხვა ძალაა წარმოდგენელი, უკვე ნორმაა, რომ პრეზიდენტის ინტერესები სრულად არ იქნება დაცული. ზოგჯერ ხდება დიდი გარიგება, მაგალითად, საემიგრაციო რეფორმა იქნება დიდი გარიგება, კანონის მიღება პრეზიდენტის დიდი გამარჯვება იქნება და წარმატებას რესპუბლიკელებსაც მოუტანს. თუმცა ამგვარი სისტემა ბევრი კანონის მიღების საშუალებას არ იძლევა, მითუმეტეს ორად გაყოფილ ხელისუფლებაში.

ასეთმა დავებმა შეიძლება პრეზიდენტის იმიჯზე უარყოფითად იმოქმედოს. ზოგიერთი ნაციონალური გამოკითხვის თანახმად ბოლო კვირებში პრეზიდენტ ობამას მიმართ ნდობის რეიტინგი საგრძნობლად შემცირდა. სი-ენ-ენის და ო-არ-სის ერთობლივი გამოკითხვის თანახმად ობამას მიმართ ნდობა 45%-ით განისაზღვრა, რაც გასულ თვეებთან შედარებით რვა პუნქტით არის შემცირებული.
XS
SM
MD
LG