ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ჟურნალისტებს “სიღრმეებში წვდომისკენ" მოუწოდებს


ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჟურნალისტებს “სიღრმეებში წვდომისკენ და მეტის მოთხოვნისკენ” მოუწოდებს. ეს მოწოდება პრეზიდენტმა გუშინ, ამერიკის პრესის თავისუფლებაზე საუბრისას გააკეთა.

ობამას თქმით, მსოფლიოს ლიდერებთან შეხვედრებისას მას ყველაზე ხშირად ამერიკაში მიმდინარე მოვლენებზე ეკითხებიან. მისი თქმით საპრეზიდენტო კამპანიისას თავი იჩინა დემოკრატიისთვის და საზოგადოებისთვის საზიანო “გამყოფმა და ვულგარულმა რიტორიკამ”.

“ამომრჩევლის ინფორმირებულობა თქვენზეა დამოკიდებული, კარგად ინფორმირებულ ამომრჩეველზე კი ჩვენი დემოკრატიაა დამოკიდებული,” თქვა ობამამ.

XS
SM
MD
LG