ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ახალ-ორლეანში სტიქიიდან მეათე წლისთავზე ჩავა


ახალი-ორლეანი, 29 აგვისტო, 2005
ახალი-ორლეანი, 29 აგვისტო, 2005

პრეზიდენტი ობამა დღეს ლუიზიანის ქალაქ ახალ-ორლეანს ეწვევა, რათა ქარიშხალ „კატრინა“-ს მიერ დანგრეული ქალაქის მცხოვრებლებს შეხვდეს. ამ კვირას, ქარიშხალ "კატრინადან" ათი წლისთავი სრულდება. სტიქიამ 1800 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მოელიან, რომ იმ დროს, როცა მოქალაქეები ქალაქის და საკუთარი ცხოვრების ხელახლა შენებაზე მუშაობენ, პრეზიდენტი ქალაქის აღდგენაზე და მომავალი ზრდის პოტენციალზე ისაუბრებს.

ობამას სიტყვიდან ამონარიდში, რომელიც თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა, ვკითხულობთ:

„თქვენ იმის მაგალითი ხართ, თუ რა არის შესაძლებელი, როცა ტრაგედიის და გაჭირვების წინაშე, კარგი ადამიანები დასახმარებლად და უკეთესი მომავლის საშენებლად ერთიანდებიან“.

ობამა ქალაქის მერ მიტჩ ლენდრიუსთან და ზოგიერთი უბნის მცხოვრებლებთან შეხვედრას გეგმავს.

გასულ კვირაში მერმა ლენდრიუმ თქვა, რომ 14 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა იმ ჯებირების გასამაგრებლად, რომლებმაც ახალი-ორლეანის დაცვა ვერ შეძლო.

XS
SM
MD
LG