პრეზიდენტი ობამა აცხადებს, რომ იარაღის მფლობელთა უფლებებს და მოქალაქეთა უფლებების დაცვას შორის კონფლიქტი არ უნდა არსებობდეს.
ოთხშაბათს კოლორადოში პრეზიდენტი ობამა პოლიციის ოფიცრებს შეხვდა. გასულ თვეს კოლორადოს შტატის მთავრობამ ქვეყანაში იარაღის კონტროლის ყველაზე მკაცრ კანონს მოაწერა ხელი.პრეზიდენტ ობამას სურს სწორედ ეს კანონი გავრცელდეს შეერთებული შტატების მთელს ტერიტორიაზე, რომლის მიხედვითაც იარაღის შეძენის დროს მყიდველის კრიმინალური ისტორია გულდასმით უნდა შემოწმდეს.
პრეზიდენტ ობამა აღიარებს, რომ მკაცრი კანონის მოქმედებით ძალადობა არ აღმოიფხვრება, მაგრამ მისი აზრით, ერთი მასობრივი მკვლელის შეჩერებაც კი ღირს ამ ცვლილების მისაღებად.
კოლორადოს შტატში ბოლო დროს ორი მასობრივი მკვლელობა მოხდა.1999 წელს კოლუბინის სკოლაში უფროსკლასელებმა ცამეტი მოსწავლე და პედაგოგები მოკლეს. გასულ წელს კი ქალაქ ავრორას კინოთეატრში შეიარაღებულმა მამაკაცმა 12 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს.
იარაღის ეროვნული ასოციაცია ახალი კანონის მიღებასა და კრიმინალური ისტორიის შემოწმებას ეწინააღმდეგება. მათი აზრით, კანონი იარაღის მფლობელის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებს ზღუდავს.