ამერიკის პრეზიდენტმა ყოველკვირეულ მიმართვაში 11 სექტემბერს დაღუპული ადამიანები გაიხსენა და პატივი მიაგო ჯარისკაცების ხსოვნას, რომლებიც უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში წარმოებულ სამხედრო ოპერაციებში დაიღუპნენ.
მიმართვისას პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პირველადი რეაგირების სამსახურებზე, რომლებიც ტერორისტულ თავდასხმებს ნიუ იორკში, ვაშინგტონსა და პენსილვანიაში გამოეხმაურნენ. მან ასევე აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ალ-ყაიდა დაესუსტებინა და მისი ლიდერი ოსამა ბინ ლადენი გაენადგურებინა.
ობამას განცხადებით, 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმები ამერიკას მყარი ალიანსების შექმნასა და ქვეყნის დაცვის მოქნილი მექანიზმების დანერგვაში დაეხმარა.