ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკას 1 მარტს სეკვესტრის საფრთხე ემუქრება


პრეზიდენტის ყოველკვირეული მიმართვა გადაუდებელი საბიუჯეტო შეკვეცების თემას დაეთმო

შეერთებული შტატების ლიდერი მოუწოდებს კონგრესს ყველა ღონე იხმაროს იმისთვის, რომ ბიუჯეტის მოსალოდნელი სეკვესტრის თავიდან აიცილება მოხდეს. პრეზიდენტ ობამას განცხადებით, „მტკივნეული ავტომატური შეკვეცები“ ათასობით ამერიკელთა სამუშაო ადგილს განადგურებით ემუქრება. კანონმდებლებმა ქვეყნის ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება 1 მარტამდე უნდა მოასწრონ.

პრეზიდენტის თქმით, კონგრესმა დეფიციტი უკვე ნახევარზე მეტად შეამცირა. შეთანხმება დაბალანსებულ სამთავრობო დანახარჯებზე და უმდიდრეს ამერიკელებზე გადასახადების გაზრდის გზით იქნა მიღწეული. თუმცა, პრეზიდენტ ობამას განცხადებით, ეს საკმარისი არ არის. ქვეყნის ეკონომიკის საბოლოო სტაბილურობის მისაღწევად დეფიციტი 4 ტრილიონამდე უნდა შემცირდეს.

რესპუბლიკელთა ყოველკვირეული მიმართვა ენერგორესურსების ზრდის თემას დაეთმო. ალასკის შტატის სენატორმა ლიზა მურკოვსკიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მალე ჭარბი ენერგიის ეპოქაში შეაბიჯებს. თუმცა, ამ გზაზე ზედმეტი რეგულაციების და დაგვიანებული ნებართვების გამო გარკვეული შეფერხებები იქმნება.
XS
SM
MD
LG