ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაქ ობამას მიმართვა


ბარაქ ობამას მიმართვა
ბარაქ ობამას მიმართვა

დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა სახელმწიფო დეპარტამენტში გამოვიდა სიტყვით ახლო ღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ერაყისა და ავღანეთის კონფლიქტებზე და ამერიკის პოლიტიკის წარმატებაზე ილაპარაკა, როდესაც რამდენიმე წლიანი ომის შემდეგ ერაყიდან 100 000 ამერიკელი ჯარისკაცი გამოიყვანეს, ავღანეთში კი თალიბებთან ბრძოლაში წარმატება შეინიშნება, განსაკუთებით ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ.

ბარაქ ობამას განცხადებით ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებმა დიდი ხნის წინათ მოიპოვეს დამოუკიდებლობა, მაგრამ ამ ქვეყნების ხალხები შორს იყვნენ თავისუფლებისგან, რადგან ძალაუფლება უზურპირებული იყო საზოგადოების მცირე ფენის მიერ. ადამიანებს კი თავისუფალი არჩევანის საშუალება ჰქონდათ წართმეული.

ეგვიპტესა და ტუნისში ხალხმა თვითონ გადაწყვიტა რევოლუციის ბედი. ამერიკა აქ არაფერ შუაში იყო. შეერთებული შტატები ყოველთვის შეეწინააღმდგება ამ რეგიონის მოსახლეობის წინააღმდეგ რეპრესიების განხორციელებას.

ამერიკა ყოველთვის დაუჭერს მხარს უნივერსალური უფლებების დაცვას. სიტყვის და სინდისის თავისუფლებას, მამაკაცების და ქალების თანასწორუფლებიანობას. თავისუფალი არჩევანის უფლებას ბაღდადის, დამასკოს, სანას და თეირანის მოსახლეობისათვის. განაცხადა შერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ.

XS
SM
MD
LG