ამერიკის შეერთებული შტატების ორივე საპრეზიდენტო კანდიდატის, როგორც ჰილარი კლინტონის, ასევე დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის სათაო ოფისები ნიუ-იორკში მდებარეობს. მეგაპოლისი ერთ-ერთი ყველაზე მწვავე დაპირისპირებით გამორჩეული საპრეზიდენტო კამპანიების ფინალისთვის ემზადება.
ნიუ-იორკის ოფიციალური პირები არჩევნების უსაფრთხოებას მთელი სერიოზულობით უდგებიან და ხუთივე დასახლებაში შესაბამის ზომებს იღებენ. სამართალდამცავები ამოწმებენ ინფორმაციას იმ მუქარების და საფრთხეების შესახებ, რომელიც ნიუ-იორკშია მოსალოდნელი. ტრამპის მომხრეები საკუთარი კანდიდატის დამარცხების შემთხვევაში არეულობით იმუქრებიან. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ამომრჩეველთა დაშინების მცდელობებზე. შტატის, თუ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება ამოწმებს ცნობას ალ-ყაიდას მიერ არჩევნებზე დაგეგმილი თავდასხმის შესახებ.