დღეს პროკურორმა ნორვეგიელ ანდერს ბრეივიკს ოფიციალურად წაუყენა ბრალი 2011 წელს განხორციელებული მასობრივი მკვლელობსითვის, რის შედეგადაც 77 ადამიანი დაიღუპა. წაყენებული ბრალდების მიხედვით ბრეივიკის სასჯელის მაქსიმუმი შესაძლოა 21 წლით თავისუფლების აღკვეთა იყოს. თუმცა პროკურორი თავდაპირველად ბრეივიკის ფსიქიატრიულ მკურნალობას ითხოვს. გასული წლის ნოემბერში სასამართლოს მიერ დანიშნულმა ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ ბრეივიკი სულით ავადმყოფად გამოაცხადა. ბრეივიკის ადვოკატის განცხადებით, მისი კლიენტი არ შეიძლება იყოს დანაშაულზე პასუხისმგებელი რადგანაც მას სჯეროდა რომ ნორვეგია და ევროპას მუსლიმებისგან გათავისუფლება ესაჭირებოდა.