ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

21 წელი ბრეივიკს


სასამართლომ მასობრივ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

ნორვეგიის სასამართლომ მასობრივ მკვლელობაში ბრალდებული ანდერს ბრეივიკი დამნაშავედ ცნო. მან გასული წლის ივლისში ნორვეგიაში 77 ადამიანი მოკლა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრეივიკს 21 წლით პატიმრობა მიესაჯა.

პროკურატურამ ფსიქიკური შეურაცხადობის ვერდიქტი გამოიტანა და ბრევიკი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანა. ბრეივიკს ორი ექსპერტიზა ჩაუტარდა. ერთ-ერთი დასკვნის თანახმად, ბრეივიკი ფსიქიკურად არამდგრადი პიროვნებაა, ხოლო მეორეს დასკვნით, ის აბსოლუტურად ჯანმრთელია. 2011 წლის 22 ივლისს ბრეივიკმა ოსლოში სამთავრობო შენობასთან აფეთქება მოაწყო, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაიღუპა. ამის შემდეგ, მან კუნძულ უტეიაზე 69 ადამიანი მოკლა, მათ შორის ქართველი გოგონა - თამთა ლიპარტელიანი.
XS
SM
MD
LG