ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცვლილებები ჩრდილოეთ კორეის მთავრობაში


ვიცე-მარშალი და ქვეყნის ლიდერის სამხედრო მრჩეველი რი იუონგ ჰო ყველა თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჯონგ ინს მარშალის წოდება მიენიჭა და ქვეყნის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი გახდა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, ჩრდილოეთ კორეის გავლენიანი ვიცე-მარშალი და ქვეყნის ლიდერის სამხედრო მრჩეველი რი იუონგ ჰო ყველა თანამდებობიდან გაათავისუფლეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით.

ანალიტიკოსების აზრით ეს ცვლილებები ჩრდილოეთ კორეის ახალი ლიდერის ძალაუფლების განმტკიცებას ისახავს მიზნად.
XS
SM
MD
LG