ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ადამიანის უფლებები ჩრდილოეთ კორეაში


გაეროს კომისარი საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს

გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარი ჩრდილოეთ კორეის საკითხზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას ითხოვს. ამის შესახებ ნავი პილეიმ დღეს განაცხადა. მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეაში ადამიანის უფლებების მდგომარეობა სავალალო მდგომარეობაშია და ვითარება არ უმჯობესდება არც ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რაც ხელისუფლების სათავეში კიმ ჩენ უნი მოვიდა.

პილეის თქმით, მართალია, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა და რაკეტის საცდელი გაშვებაა, თუმცა ამან არ უნდა გადაფაროს ქვეყანაში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა პილეის პრესსპიკერმა რუპერტ კოლვილიმ.

„ძალიან უხეში შეფასებით, იქ არსებულ საკონცენტრაციო ბანაკებში დაახლოებით 200 ათასი ადამიანი იხდის სასჯელს. ზოგი მათგანი ბანაკებშია დაბადებული, ამდენად ისინი დასჯილები არიან დაბადებიდან. ხშირ შემთხვევაში ბაბუის სასჯელს იზიარებენ. იქიდან გამოქცეული ადამიანების მონათხრობი შემზარავია. ამას არსად ანალოგი არ მოეძებნება,“ - განაცხადა კოლვილიმ.
XS
SM
MD
LG