ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი "თავშეკავების" მიზეზს ვეღარ ხედავს


ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ უნი აცხადებს, რომ ის აღარ დაიცავს მის მიერვე გამოცხადებულ მორატორიუმს საშუალო და გრძელ რადიუსიანი რაკეტებისა და ბირთვული ტესტირების მიმართულებით. მისი თქმით, თუკი ამერიკა მოლაპარაკებებში მის მიმართ პოზიციებს არ შეარბილებს ამას შედეგები მოჰყვება. თუმცა კონკრეტულ ქმედებებზე კიმს არ უსაუბრია.

სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, კიმი მიიჩნევს, რომ ამგვარი თავშეკავების მიზეზი აღარ არსებობს, რადგან ამერიკა აგრძელებს სამხედრო წვრთნებსა და იარაღის მიყიდვას სამხრეთ კორეაში.

თუმცა, სამშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას დონალდ ტრამპმა კიმის განცხადებების მნიშვნელობა მუქარად არ შეაფასა და თქვა, ომ კიმთან მისი ურთიერთობა კვლავ "ძალიან კარგია".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG