ანდრეი ბელუსოვმა, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოულოდნელმა არჩევანმა, რუსეთის თავდაცვის მინისტრობის კანდიდატურაზე, ორშაბათს თქვა, რომ რუს ჯარისკაცებს საცხოვრებელზე, საავადმყოფოებსა და კეთილდღეობაზე უკეთესი წვდომა სჭირდებათ.
ბელუსოვი, რომელიც ეკონომისტია, მანამდე ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა. პარლამენტის საკომიტეტო განხილვაზე, მან ხაზი გაუსვა რუს ჯარისკაცებზე უკეთ ზრუნვის აუცილებლობას. ეს მისი პირველი კომენტარია თავდაცვის სფეროზე მას შემდეგ, რაც ის პუტინმა კვირას, სერგეი შოიგუს შემცვლელად დაასახელა.
"ვფიქრობ, არასწორია, როდესაც სპეცოპერაციის მონაწილეებს, რომლებიც შვებულებაში ბრუნდებიან, სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებებიდან გადაიყვანენ საავადმყოფოებში, რომლებიც ხშირად უბრალოდ გადატვირთულია. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს", - თქვა ბელუსოვმა.
ბელუსოვს სამხედრო გამოცდილება არ აქვს. მიმომხილველთა აზრით, მისი კომენტარი მიზნად ისახავდა შეიარაღებული ძალების წევრებისთვის ეჩვენებინა, რომ მას ესმის მათი პრობლემები და იმუშავებს მათი პირობების გასაუმჯობესებლად.
მინისტრობის კანდიდატმა სიტყვით მიმართა პარლამენტის ზედა პალატის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს, ფედერაციის საბჭოს. ეს ახალი სამთავრობო შემადგენლობის დადასტურების პროცესის ნაწილია.