ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯაკინდა ანდერნი იქნება. არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ პოლიტიკური ჩიხი დასრულდა და ზელანდიის პოპულისტურმა „პირველმა პარტიამ“ მხარი ანდერნის „ლეიბორისტულ პარტიას“ დაუჭირა.
მმართველ კოალიციაში „ლეიბორისტულ პარტიასთან“ ერთად, „პირველი პარტია“ და „მწვანეთა პარტია“ ერთიანდება.
37 წლის ანდერნი ახალი ზელანდიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრია, ამავდროულად, ბოლო 150 წლის განმავლობაში, ანდერნი ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა ლიდერია. ანდერნი პოლიტიკაში 2008 წელს ჩაერთო, როცა ის პარლამენტის წევრად აირჩიეს.
Facebook Forum