ახალი წლის მოახლოებასთან და ზამთრის დადგომასთან ერთად ნიუ-იორკში პირველი თოვლი მოვიდა. ინტენსიური თოვა დაახლოებით 12 საათს გაგრძელდა. დღის განმავლობაში რამდენიმე მეტროს ხაზი იყო გაუქმებული, ქალაქის მერიის სამსახურები კი საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. დახურული იყო სკოლებიც. ამ პერიოდის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა დაუბრკოლებლივ ხორციელდებოდა.
ყველაზე დიდი თოვლი ნიუ-იორკში 2016 წელს მოვიდა. მაშინ "სიენენ"-ი წერდა, რომ "ქალაქს 130 წლის განმავლობაში ასეთი დიდი თოვლი არ ახსოვდა. 2016 წელს თოვის გამო ქალაქის დიდი ნაწილი პარალიზებული იყო. დაიხურა მაღაზიები და ყველა საჯარო დაწესებულება.
დიდთოვლობა ნიუ-იორკში წლებისა და სანტიმეტრების მიხედვით:
- 2016 წელი 22-23 იანვარი - თოვლის სიმაღლე 70 სანტიმეტრს აჭარბებდა.
- 2011 წელი 26-27 იანვარი - თოვლის სიმაღლედაახლოებით 40 სანტიმეტრი იყო.
- 2010 წელი 26-27 დეკემბერი - თოვლის სიმაღლე 50 სანტიმეტრს აჭარბებდა.
- 2010 წელი 25-26 თებერვალი - თოვლის სიმაღლე დაახლოებით 54 სანტიმეტრი იყო
- 2006 წელი 11-12 თებერვალი - თოვლის სიმაღლე 66 სანტიმეტრს აღემატებოდა.
- 2003 წელი 16-17 თებერვალი - თოვლის სიმაღლე დაახლოებით 51 სანტიმეტრი იყო.
რაც შეეხება 2019 წლის 1-2 დეკემბერს ქალაქში მოსულ თოვლს, სინოპტიკოსები, ამბობენ, რომ თოვლის სიმაღლე დაახლოებით 10 სანტიმეტრი იყო.
სპეციალისტები ამბობენ იმასაც, რომ ქალაქ ნიუ-იორკისთვის ყველაზე თოვლიანი თვე თებერვალია.
Facebook Forum