ბანგლადეშელი ოფიციალური პირის განცხადებით, ნიუ-იორკში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილს ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირი არ ჰქონია. გამომძიებლებმა ალქაედ ულას ცოლი და მშობლები დაკითხეს. 27 წლის ულა დღეს სასამართლოში პირველად გამოცხადდება ტერორიზმის ბრალდებით. ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ულას მიერ ტერაქტის მოწყობის მცდელობა დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ მიერ იყო შთაგონებული.
ეჭვმიტანილი იმიგრანტია, რომელიც ამერიკაში ბანგლადეშიდან ჩამოვიდა და ტაქსის მძღოლად მუშაობდა. აფეთქება ნიუ-იორკის მეტროს სადგურზე ორშაბათს დილით, პიკის საათებში მოხდა. ალქაედ ულა შეეცადა ბომბი ტანზე შემოეხვია, მაგრამ მისი ბოლომდე დეტონაცია ვერ მოახერხა და აფეთქებისას მხოლოდ დამწვრობები მიიღო.
ეჭვმიტანილის გარდა, ინციდენტში 3 ადამიანი დაშავდა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციის ცნობით, აფეთქება მოხდა გვირაბში, რომელიც მანჰეტენზე მდებარე ავტობუსების საკვანძო ტერმინალს ტაიმ-სკვერის მეტროს სადგურებთან აკავშირებს.
Facebook Forum