ჩიკაგოს საგარეო ურთიერთობების საბჭოს გამოკითხვაში ამერიკელები ამბობენ, რომ სურთ ამერიკამ შეინარჩუნოს აქტიური როლი საერთაშორისო ასპარეზზე. ამერიკელების უმეტესობა ამბობს, რომ ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა ნატო, ღირებულია.
"ამერიკელების უმრავლესობა ისევ მხარს უჭერს ამერიკული საგარეო პოლიტიკის 3 მთავარ პრინციპს. ესენია: ალიანსები, ვაჭრობა, დემოკრატია და თავისუფლება. სწორედ ესაა ის ფუნდამენტი, იმისთვის რომ შევძლოთ და მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს. უფრო მეტიც, ამერიკამ უნდა იტვირთოს ლიდერის როლი ისეთი სამყაროს შექმნაში, სადაც ეს ღირებულებები უმთავრესია," ამბობს ივო დაალდერი, ჩიკაგოს საბჭოს პრეზიდენტი.
გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა 74%-ს სჯერა, რომ ისეთი სამხედრო გაერთიანებები, როგორიცაა ნატო, ამერიკას უფრო უსაფრთხოს ხდის.
Facebook Forum