ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკიდურესი სიცხე და ამერიკის მეგაპოლისები


ორშაბათს, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შრომაში, არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევა გამოქვეყნდა.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მომავალ ათწლეულებში, შეერთებული შტატების მთავარ დასახლებულ ადგილებში უკიდურესი სიცხე იქნება. ზოგიერთ ადგილზე, ადრე ნავარაუდევთან შედარებით, 30-ჯერ მეტი სიცხე იქნება.

მკვლევარებმა უკიდურესი სიცხის და სიცივის პროგნოზები, შეერთებული შტატების 47 მთავარი ქალაქისთვის გააკეთეს. მხედველობაში იქნა მიღებული: მოსახლეობის რაოდენობა, ურბანული განვითარებით გამოწვეული დათბობა და უკიდურესი სიცხის ადგილობრივი სტანდარტები.

უკიდურესი სიცხის დასახასიათებლად, მეცნიერებმა ორი კატეგორია შემოიღეს, უკიდურესი სიცხის აბსოლუტური მატება და შედარებითი მატება.

იმ ქალაქების პირველი სამეული, სადაც უკიდურესი სიცხის აბსოლუტური მატება მოხდება, ასე გამოიყურება: ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი და ვაშინგტონი. შედარებითი მატება კი ორლანდოში, მაიამიში და ოსტინშია პროგნოზირებული.

მეცნიერები ამბობენ, რომ ამ ქალაქების სწრაფი ზრდის გამო, მოსახლეობა უკიდურესი სიცხის გავლენის ქვეშ უეჭველად აღმოჩნდება და ეს, საუკუნის დასაწყისთან შედარებით უფრო დიდი ცვლილება იქნება. ჯორჯიის შტატის ქალაქი ატლანტა ორივე სიაში მოხვდა.

კვლევის ავტორთა ჯგუფი ირწმუნება, რომ ქალაქებს ადგილობრივ დონეზე მომზადება მართებთ, რათა უკიდურესი სიცხით გამოწვეული სერიოზული ავადმყოფობების და გარდაცვალებების თავიდან აცილება შეძლონ. ისინი ამბობენ, რომ უსაფრთხოების საკვანძო ზომებში შედის გასაგრილებელი ცენტრების და წყლის მარაგის, ასევე ენერგიის საიმედო წყაროების არსებობა, რადგან უკიდურეს სიცხეს ენერგიის გათიშვის გამოწვევა შეუძლია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG