ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ აფრიკას ახალი პრეზიდენტი ყავს


სამხრეთ აფრიკის პარლამენტმა სირილ რამაფოსა ქვეყნის პრეზიდენტად ოფიციალურად აირჩია. რამაფოსა ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც პარლამენტმა წარადგინა და ის არჩევნების გარეშე დაინიშნა.

რამაფოსას პრეზიდენტად არჩევა მას შემდეგ მოხდა, რაც მმართველმა პარტია აფრიკის ეროვნულმა კონგრესმა, ჯეიკობ ზუმას 9 წლიანი მმართველობის შემდეგ კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალების გამო უნდობლობა გამოუცხადა, რის შედეგადაც ზუმამ თანამდებობა დატოვა.

რამაფოზას წინაშე ბევრი გამოწვევაა, მათ შორის, ქვეყნის სტაგნაციაში მყოფი ეკონომიკის გამოცოცხლება. მას ზუმას მმართველობის დროს პრეზიდენტის მოადგილის თანამდებობა ეკავა და მის მემკვიდრედ მოიაზრებოდა.

ოპოზიციურმა, ეკონომიკური თავისუფლებისთვის მებრძოლთა პარტიამ, პარლამენტი რამაფოსას დამტკიცებამდე დემონსტრაციულად დატოვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG