ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰოლანდიის არჩევნების მნიშვნელობა


ჰოლანდიის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ორი დიდი მოთამაშის-საფრანგეთის და გერმანიის არჩევნების წინ იმედს აძლევს ევროპელ ცენტრისტებს. ორივე ქვეყანაში ნაციონალისტების აღზევებას ელიან, რომლების ანტი-იმიგრანტული პილიტიკით გამოირჩევიან.

ჰოლანდიის არჩევნები, სადაც გირტ ვილდერსის ნაციონალისტურმა “თავისუფლების პარტიამ” ვერ გაიმარჯვა, ევრო ცენტრისტებს ევროპის მომავლის რწმენა გაუმყარა.

ანტი-ისლამისტური განწყობებით ცნობილმა ვილდერსმა საარჩევნო ბრძოლა წააგო, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ წაუგია ომი, რომელსაც როგორც თვითონ ამბობს “ქალების და ჰომოსექსუალების მჩაგვრელი კულტურის წინააღმდეგ” მართავს.

“დასანანია, რომ ამ არჩევნებში ვერ გავიმარჯვეთ. მომდევნო არჩევნებს უნდა დაველოდოთ, მაგრამ ჩვენ ვართ პარტია, რომელიც არ დამარცხებულა,” ასე გამოეხმაურა არჩევნების შედეგებს ვილდერსი.

ვილდერსმა სალაპრლამენტო უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო, თუმცა მისმა პარტიამ საპარლამენტო მანდატები მოიპოვა.

17 მილიონიანი ჰოლანდია ევროპაში ძლიერი ეკონომიკის, კულტურული გიგანტის და თანამედროვე დასავლური ლიბერალიზმის განსახიერებაა.

“ამ არჩევნებს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ჰოლანდია ევროპის კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელია, ეს არის ქვეყანა, რომელმაც ევროპასი ღია და ლიბერალური მმართველობის სტანდარტები დააწესა,” ამბობს ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორი ანგელოს კრასეგელოსი.

მისი თქმით, არის მიზეზი, თუ რატომ აქცევს ევროპა ამხელა ყურადღებას ჰოლანდიის საპარლამენტო არჩევნებს.

“მნიშნელოვანი არჩევნებია, რადგან მას მოყვება საფრანგეთის არჩევნები,” დასძენს კრასეგელოსი.

ჰოლანდიაში ვილდერსის არასახარბიელო მაჩვენებელი თავისთავად არ ნიშნავს, რომ საფრანგეთსა და გერმანიაში ნაციონალისტები დამარცხდებიან. 2015-2016 წლებში საფრანგეთი არაერთი ტერორისტული თავდასხმის სამიზნე გახდა, მსგავსი თავდასხმის სამიზნე იყო დეკემბერში ბერლინიც.

ჰოლანდიას განსხვავებული გამოცდილება აქვს, მას მსხვილი ტერორისტული თავდასხმა არ გადაუტანია. ნაციონალისტების დამარცხებას ანალიტიკოსები სწორედ ამას უკავშირებენ.

XS
SM
MD
LG