ამერიკაში, იმიგრანტების დაკავების ცენტრში, 930-ზე მეტ თანამშრომელს კორონოვირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ცნობილი კომპანიების დირექტორების მიერ კონგრესში მიცემული ჩვენებიდან გახდა. მათი თქმით, თანამშრომლებს ვირუსი დაკავებულებისგან გადაედოთ.
ამერიკის იმიგრაციის სამსახურმა თავდაპირველად, მხოლოდ 45 შემთხვეევის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, თუმცა დანარჩენი დაავადებულები შუამავალი, დაქირავებული კომპანიების თანამშრომლები არიან.
კანონმდებლებმა შეშფოთება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა სისწრაფით ვრცელდება ვირუსი 70-მდე დაკავების ცენტრში. 3,000-ზე მეტ იმიგრანტს ამ ცენტრებში კორონავირუსი დაუდგინდა. თუმცა, მათი ნაწილი გამოჯანმრთელდა, ან გათავისუფლდა ცენტრიდან.
დაკავებულებიდან 2 იმიგრანტი, კორონავირუსით გარდაიცვალა. 51 წლის მექსიკელ მამაკაცს კორონავირუსი დაუდგინდა, შემდეგ კი გარდაიცვალა. თუმცა, დაკავების ცენტრში აცხადებენ, რომ მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
Facebook Forum