ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერიტორიული მთლიანობა - ეკონომიკური პრობლემების ტყვეობაში


ბოლო 7 წლის განმავლობაში, მთელი 26 პროცენტით, 49%-დან 23%-მდე, შემცირდა მოქალაქეთა რიცხვი ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ქვეყნის მთავარი ეროვნული პრობლემაა.

2009 წელს, ასე ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით გამოკითხულ რესპოდენტთა - 49 პროცენტი ფიქრობდა. 2011 წელს, ეს მაჩვენებელი 38 პროცენტამდე ჩამოვიდა, 2013 წელს - 34 პროცენტამდე, 2015-ში - უკვე 29 პროცენტამდე.

რა მოგცა შენ საქართველოს დამოუკიდებლობამ? რა ექნება პასუხი? მისი მდგომარეობის თვითაღქმიდან მინდა ვისაუბრო. ჩვენ ვიღებთ სრულს ნულს იმ ადამიანის ცხოვრებაში. მაშინ მას ჰქონდა რაღაც ტიპის უსაფრთხოება, რაღაც ფულის მოჩანგვლა შეეძლო სახელმწიფო ორგანიზაციებიდან, მოსკოვში დადიოდა და ყურძენი, მანდარინი, ლიმონი გაჰქონდა...
ემზარ ჯგერენაია

დღეს, ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა, 2016 წლის, თებერვალ-მარტში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის მთავარ ეროვნულ პრობლემად, გამოკითხულთა მხოლოდ 23% მიიჩნევს.

საქართველოს მოსახლეობისთვის უფრო პრიორიტეტული სოციალური ხასიათის პრობლემები აღმოჩნდა: სამუშაო ადგილები (57%), ფასების ზრდა (35%), სიღარიბე (30%) და პენსიები (26%).

ამასთან, გამოკითხულთა 20 პროცენტი მიიჩნევს, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით, 2012 წლიდან - „სიტუაცია გაურესდა“, 76 პროცენტის აზრით კი ეს პრობლემა გაყინულია. ლორა თორნტონი, საქართველოში NDI-ის ოფისის დირექტორი ამბობს:

„მოქალაქეებს რაც ყველაზე მეტად აწუხებთ ეკონომიკური საკითხებია, როგორიც არის უმუშევრობა, სიღარიბე, პენსიები, ფასები და ინფლაცია. ამის ფონზე, საქართველოში ეკონომიკურ მდგომარეობას დადებითად, გამოკითხულთა მხოლოდ 3 პროცენტი აფასებს.“

3900 რესპოდენტიდან, რომლებიც NDI-ის დაკვეთით, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა გამოკითხა, მხოლოდ 20 პროცენტი ფიქრობს რომ საქართველო „სწორი მიმართულებით“ ვითარდება. 36 პროცენტის აზრით, ქვეყანა „საერთოდ არ იცვლება“, 39% კი ამბობს, რომ საქართველო - „არასწორი მიმართულებით ვითარდება“.

NDI-ის გამოკითხულთა დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან, „გაუარესდა“ ინფლაცია (92%), დასაქმების პრობლემა (55%), სიღარიბის მაჩვენებელი (70%) და კრიმინალური მდგომარეობა (57%). გაუმჯობესების ტენდენციას საზოგადოება ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაში (51%), სიტყვის თავისუფლებისა(38%) და ქალთა უფლებების დაცვის მხრივ (24%) ხედავს.

გამოკითხულთა 42 პროცენტი აზრით, 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მისი ოჯახის მდგომარეობა „გაუარესდა“; 47 პროცენტის აზრით, „იგივე დარჩა“; და, მხოლოდ 10 პროცენტი ამბობს, რომ მისი ოჯახის მდგომაროება „გაუმჯობესდა.“

საპარლამენტო არჩევნებამდე 7 თვით ადრე, გამოკითხულთა 58 პროცენტი მიიჩნევს, რომ არსებული ხელისუფლება ხალხისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს „ვერ ახორციელებს“. 36%-ი საპირისპირო აზრზეა.

მხოლოდ 3% ამბობს, რომ ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა - „კარგია.“ 66 პროცენტის აზრით, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა - „ცუდია“, აქედან 26% ამ სიტუაციას, „ძალიან ცუდად“ ახასიათებს. 81% ფიქრობს, რომ მძიმე ეკონომიკური კრიზისის მიზეზი „მთავრობის შეცდომებია“, 59% კრიზისსს - ძველ მთავრობას, ხოლო 57% - გლობალურ პრობლემებს აბრალებს.

სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია ამბობს, რომ თუ ეკონომიკური კრიზისი კიდევ გაღრმავდა, სოციალური პრობლემების ტყვეობაში არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, არამედ, ევროატლანტიკური საგარეო ვექტორიც შეიძლება აღმოჩნდეს:

„შევხედოთ საქართველოს ბოლო 25 წლის პერიოდს, ჩემი ასაკის ადამიანის პერსპექტივიდან და მოდით დავუსვათ ამ ადამიანს კითხვა, რა მოგცა შენ საქართველოს დამოუკიდებლობამ? რა ექნება პასუხი? მისი მდგომარეობის თვითაღქმიდან მინდა ვისაუბრო.

ჩვენ ვიღებთ სრულს ნულს იმ ადამიანის ცხოვრებაში. მაშინ მას ჰქონდა რაღაც ტიპის უსაფრთხოება, რაღაც ფულის მოჩანგვლა შეეძლო სახელმწიფო ორგანიზაციებიდან, მოსკოვში დადიოდა და ყურძენი, მანდარინი, ლიმონი გაჰქონდა, მას აღარ ახსოვს წვრილი და მსხვილი პრობლემები, იგივე ტალონები სურსათზე და ბენზინზე, და ასეთი ადამიანის ტიპი, მუდმივად ახდენს იმ სიტუაციის რომანტიზებას.

ამიტომ, მე მგონია, რომ საფრთხე ბევრად უფრო დიდია, თუ დამოუკიდებელი საქართველოს წარუმატებლობა, მათ შორის, ეკონომიკური, გაგრძელდება.“

NDI-ის გამოკითხულთა დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან, „გაუარესდა“ ინფლაცია (92%), დასაქმების პრობლემა (55%), სიღარიბის მაჩვენებელი (70%) და კრიმინალური მდგომარეობა (57%). გაუმჯობესების ტენდენციას საზოგადოება ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაში (51%), სიტყვის თავისუფლებისა(38%) და ქალთა უფლებების დაცვის მხრივ (24%) ხედავს.

ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოს განვითარების მთავარ გასაღებად რესპოდენტთა 61 პროცენტი ევროკავშირში, ხოლო 68 პროცენტი ნატოში გაწევრიანებას მიიჩნევს. 20 პროცენტი კი მხარს ევრაზიულ კავშირში შესვლას უჭერს. 47 პროცენტს მიაჩნია, რომ რუსეთი საქართველოსთვის „ყველაზე დიდ საფრთხეს” წარმოადგენს, 8%-ის აზრით კი მთავარი საფრთხე „ისლამური სახელმწიფოდან“ მოდის.

XS
SM
MD
LG