ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2 მილიონად გაიყიდა ფოტო, რომელიც ნავალნის გათავისუფლების მოძრაობას უკავშირდება


დმიტრი მარკოვის ეს ფოტო რუსეთში მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლების სიმბოლოდ იქცა. "რადიო თავისუფლების" ფოტო. Dmitry Markov photo has become a symbol of the recent protests, the biggest anti-government rallies in years (RFERL)
დმიტრი მარკოვის ეს ფოტო რუსეთში მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლების სიმბოლოდ იქცა. "რადიო თავისუფლების" ფოტო. Dmitry Markov photo has become a symbol of the recent protests, the biggest anti-government rallies in years (RFERL)

ფოტო, რომელიც დმიტრი მარკოვმა მოსკოვის პოლიციის განყოფილებაში გადაიღო, 2 მილიონ რუბლად (26 800 ამერიკულ დოლარად) გაიყიდა. ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით დაწყებული ანტისამთავრობო გამოსვლები მასობრივ მოძრაობად გადაიქცა. მარკოვის ფოტო კი გამოქვეყნებისთანავე ოპოზიციური მოძრაობის სიმბოლოდ იქცა.

ძვირადღირებულ ფოტოზე რუსი პოლიციის ოფიცერი მაგიდასთან ზის, მის უკან კი კედელზე პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ფოტოა. მარკოვის ფოტო ონლაინ აუქციონზე უცნობმა ადამიანმა შეიძინა, ფსევდონიმით "ეკატერინა". ფოტოგრაფის გადაწყვეტილებით, თანხა რუსეთის ორ უფლებადამცველ ორგანიზაციაზე გადანაწილდება.

მარკოვი 2 თებერვალს თავადაც იყო აქციის მონაწილე და ფოტო დაპატიმრებულმა, თავისი მობილური ტელეფონით გადაიღო. სწორედ იმ დღეს მოსკოვის სასამართლომ ნავალნი დამნაშავედ ცნო და მას სამნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პატიმრობაში გატარებული ვადის გათვალისწინებით, კრემლის ცნობილი კრიტიკოსი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ციხეში 2 წელს და 8 თვეს დაჰყოფს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG