ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავალნი მიღებულ ჯილდოს რუს და ბელარუს პოლიტპატიმრებს უძღვნის


პატიმრობაში მყოფმა რუსმა ოპოზიციონერმა ლიდერმა, ალექსეი ნავალნი ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ გადაცემული ჯილდოს, რუსეთსა და ბელარუსში პოლიტპატიმრებს უძღვნის. ამის შესახებ, უფლებადამცველთა ჯგუფების სამიტზე, ნავალნის ქალიშვილმა განაცხადა.

„მამაჩემმა მთხოვა, ეს ჯილდო მივუძღვნა თითოეულ პოლიტპატიმარს რუსეთსა და ბელარუსში. წერილში ის წერს, რომ თითოეული მათგანი უფრო მძიმე ვითარებაშია, ვიდრე თავად არის. რადგან, ისინი არ არიან იმდენად ცნობილნი, როგორც მამაჩემი“ - განაცხადა სამიტისადმი ვიდეომიმართვისას დარია ნავალნაიამ, ალექსეი ნავალნის შვილმა.

ნავალნაია ამერიკის შეერთებულ შტატებში, სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტია. თავის პირველ საჯარო გამოსვლაში, დარია მამის შესახებ საუბრობს, - „მამა ახლა რუსეთის ციხეში იმყოფება უბრალოდ იმის გამო, რასაც ამბობს, აკეთებს და სწამს. ასევე იმის გამო, რომ იგი არ მოკვდა, როდესაც ეს რუსეთის მტავრობას სურდა. მთელი ცხოვრების განმავლობაში, იგი აჩვენებს რუსეთის ხელისუფლებას, რომლებიც ძალაუფლებას ბოროტად იყენებს, რომ უმრავლესობა ჩვენ ვართ. ჩვენ, მოქალაქეები გადავწყვეტთ, ვინ და რამდენ ხანს მართავს ჩვენს ქვეყანას.“

„არაჩვეულებრივი სიმამაცისა და გმირული ძალისხმევის გამო“, ნავალნის ჯილდო „UN Watch”-მა გადასცა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG