ნატომ თურქეთში რაკეტსაწინაღო თავდაცვის სისტემების განლაგებას დაუჭირა მხარი. ამერიკული „პატრიოტის“ სისტემის ანტი-სარაკეტო ბატარეებს გერმანელი, ჰოლანდიელი და ამერიკელი სამხედროები მოემსახურებიან.
„პატრიოტებს“ წუთნახევარში შეუძლიათ ახლო რადიუსის რაკეტების განადგურება. თურქეთმა ჯერ კიდევ ოქტომბერში მიმართა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს დახმარების თხოვნით, როდესაც სირიის არტილერიამ მისი ტერიტორია დაბომბა.
ნატოს ხელმძღვანელობა შიშობს, რომ სირიის რეჟიმს ქიმიური იარაღის გამოყენებაც შეუძლია მეამბოხეთა წინააღმდეგ. რაც დაუყოვნებლივ გამოიწვევს საპასუხო რეაქციას.
თურქეთში „პატრიოტების“ განლაგებასთან დაკავშირებით სირიის მოკავშირე რუსეთმა შეშფოთება გამოხატა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სტამბოლში ვიზიტის დროს აღნიშნა, რომ ოქტომბერში თურქეთის ტერიტორიის დაბომბვა შემთხვევით მოხდა და სირია არ ემუქრება თავის მეზობლებს.
ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, ბრიუსელში ვიზიტით მყოფ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის დარწმუნებას შეეცადა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის კეთილ მიზნებთან დაკავშირებით. ბატონი რასმუსენის განცხადებით, ნატო თავისი წევრის დაცვას ცდილობს. მისი თქმით:“ პატრიოტის სისტემის რაკეტების განლაგება ძალზე ეფექტურად იმოქმედებს და სირია-თურქეთის საზღვარზე ვითარების განმუხტვას შეუწყობს ხელს.“