ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა ნატოს შტაბბინაში, ამ ქვეყნის ალიანსში სრულფასოვანი გაწევრიანების აღსანიშნად, დღეს, 2020 წლის 30 მარტს ბრიუსელში აღიმართა. ცერემონიას ნატოს გენერალური ნდივანი იენს სტოლტენბერგი, ნატოს სამხედრო კომიტეტის მთავარი საჰაერო მარშალი სერ სტუარტ პიჩი და ნატოში, ჩრდილოეთ მაკედონიის დელეგაციის მეთაური ზორან ტოდოროვი ესწრებოდნენ.
ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა ერთდროულად აღიმართება მოკავშირეთა მართვის ოპერაციების ცენტრში, მონსში, ბელგია და მოკავშირეთა მართვის ტრანსფორმაციის ცენტრში ნორფოლკში, აშშ.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გამოსვლისას აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ მაკედონია უკვე ნატოს ოჯახის წევრია და დასძინა, რომ ალიანსის ყველა წევრს მიაჩნია, რომ "ალიანსის ქვეყნების ერთობა უფრო ძლიერი და უსაფრთხოა ერთად ყოფნისას."
Facebook Forum