National Geographic-საქართველო. ამ პროექტს ქართული საზოგადოება ცოტა ხანში საქართველოში იხილავს. გუშინ, 8 მაისს, ამერიკის ეროვნულ გეოგრაფიული საზოგადოების შტაბბინაში ოფიციალურ ვითარებაში ქართულ მხარესთან ხელი მოეწერა დოკუმენტს რომლის ძალითაც უახლოეს მომავალში, საქართველოშჲ დაიწყება გეოგრაფიული საზოგადოების ჟურნალის გამოცემა ქათულ ენაზე. ჟურნალი 34 ენაზე, პოპულარულ სამეცნიერო თემებს, მსოფლიო ისტორიას, კულტურას, მიმდინარე მოვლენებს, ფოტოხელოვნების სიახლეებს ფარავს. ეროვნული საზოგადოების ბაზაზე ფუნქციონირებს სპეციალური სატელევიზიო არხიც.
საზოგადოების შტაბბინაში მივიდა ქართული დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ სილკროუდის ჯგუფის პრეზიდენტი გიორგი რამიშვილი, ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და ქართველი ჟურნალისტი ლევან ბუთხუზი, რომელიც ქართულენოვანი გამოცემის მთავარი რედაქტორი იქნება. ხელმოწერა გააფორმეს ამერიკის გეოგრაფიული საზოგადოების აღმასრულებელმა ვიცე პრეზიდენტმა ტერი ადამსონმა და გიორგი რამიშვილმა, რომელიც ამ პროექტის სპონსორია.
ამერიკული მხარე აცხადებს, რომ ჟურნალის გამოცემა 35 ენაზე მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ჟურნალი ესტონეთში, ლიტვაშჲ და რუსეთში გამოიცემა.
ცერემონია რამდენიმე წუთს გაგრძელდა თუმცა ყველაზე მეტად აღსნიშნავია ის გარემოება რომ ხელმოწერა შედგა ცნობილ ოვალურ მაგიდაზე, სადაც 1888 წელს დაარსდა ეროვნულ გეოგრაფიული საზოგადოება.