ამერიკული ორგანიზაციები NASA და ნაციონალური ოკიანეებისა და ატმოსფეროს ადმინისტრაციის მეცნიერები ფიქრობენ, რომ დედამიწაზე ტემპარატურის ანომალიური მატება შეინიშნება.
მეცნიერები კვლევას ამ მიმართულებით 1880 წლიდან ახორციელებენ და აცხადებენ, რომ დედამიწისთვის, ერთ-ერთი ყველაზე ცხელი 2018 წელი იყო. მეცნიერები იმასაც ამბობენ, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ტემპერატურა მკვეთრად იზრდება.
მეცნიერების დაკვირვებით, გასულ წელს, დედამიწის სხვადასხვა კონტინენტზე უჩვეულო ამინდები და ბუნებრივი კატასტროფები დაფიქსირდა, თუმცა, მათ მიერ შეგროვებული ინფორმაციით, 2018 წელს ყველაზე მეტად ამერიკის შეერთებული შტატები დაზარალდა.
ქარიშხლების, წყალდიდობის, ყინვისა და სხვა ბუნებრივი კატასტროფების შედეგად, ქვეყანამ სულ მცირე $73 მლრდ. იზარალა.
შტატების ტერიტორიაზე მეცნიერებმა შედარებით დიდი, 14 ბუნებრივი კატასტროფა გამოყვეს. თუმცა, ზარალის ოდენობის მიხედვით, მათგან 3-ზე გაამახვილეს ყურადღება:
1. ქარიშხალი მიშელი - $25 მლრდ.
2. ქარიშხალი ფლორენსი - $24 მლრდ.
3. ტყის ხანძრები კალიფორნიაში - $24 მლრდ.
“2018 ექსტრემალურად ცხელი წელი იყო. დათბობა, ატმოსფეროში ბევრმა სხვადასხვა ფაქტორმა გამოიწვია და მეტწილად, მთავარი გამომწვევი მიზეზი, ბუნებაზე ადამიანის ზემოქმედებაა,” - განცხადება აშშ-ის არერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის ( ნასა) დირექტორმა, გევინ შმიდტმა გააკეთა.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში 45 ერთმანეთისგან განსხვავებული და დამოუკიდებელი ბუნებრივი კატასტროფა მოხდა.
ამერიკელი მეცნიერების მონაცემებით, 1895 წლიდან მოყოლებული, აშშ-ის 9 შტატისთვის 2018 წელი ყველაზე “სველი წელი იყო”. ესენია - დელავერი, მერილენდი, მასაჩუსეტსი, ნიუ ჯერსი, ჩრდილოეთ კაროლინა, პენსილვანია, ტენესი, ვირჯინია და დასავლეთ ვირჯინია.
უახლესი დაკვირვებით ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთის მაგნიტური პოლუსი მოძრაობას რეკორდული სისწრაფით განაგრძობს. ის კანადის არქტიკის ტერტიტორიას ტოვებს და ციმბირისკენ გადაადგილდება.