კვირას, 12 აგვისტოს, ფლორიდის კოსმოსური სადგურიდან, ნასამ მზეზე უპრეცედენტო მისია გაუშვა. კოსმოსური რაკეტის სიჩქარე საათში 692 018 კილომეტრს მიაღწევს.
ეს კაცობრიობის ისტორიაში ადამიანის ხელით შექმნილი ყველაზე სწრაფად მოძრავი ობიექტია. 7-წლიანი მისიის განმავლობაში რაკეტა მზის ატმოსფეროს 24-ჯერ შემოუვლის.
იმისთვის, რომ მზის მხურვალებას გაუძლოს, რაკეტა ახალი, რევოლუციური მასალით დამზადებული ფარითაა აღჭურვილი. რაკეტა ოქტომბერში ვენერას მიაღწევს, ნოემბერში კი გეგმის მიხედვით, მზესთან პირველი "შეხება" ექნება.
Facebook Forum