ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყველაზე მეტად გავრცელებული სასაუბრო ენები


მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებული სასაუბრო ენები.
მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებული სასაუბრო ენები.

დედამიწაზე მცხოვრები დაახლოებით 8 მილიარდი ადამიანი ჯამში 6 500 ენაზე საუბრობს. მათ შორის, რასაკვირველია, ბევრი ისეთი ენაა, რომლის დამწერლობაც არ არსებობს და ის მხოლოდ სასაუბროდ გამოიყენება. სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციების მონაცემებით დგინდება, რომ ყველაზე მეტად გავრცელებული ენები ინგლისური, ჩინური და ჰინდია.

მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებული ენებია:

ინგლისური - მშობლიურ ენად ითვლება 360 მილიონი ადამიანისთვის, რომლებიც დაბადებიდან ინგლისურად საუბრობენ. თუმცა დედამიწაზე, საერთო ჯამში, ინგლისურად ყველაზე მეტი ადამიანი საუბრობს, რომელთა რაოდენობა 1 მილიარდ 121 მილიონია.

ჩინური - ამ ენაზე დაბადებიდან 955 მილიონი ადამიანი საუბრობს, საერთო ჯამში კი ჩინური ენა იცის მილიარდზე მეტმა ადამიანმა.( 1.107 მილიარდი)

ჰინდი - ამ ენაზე ძირითადად ინდოეთში საუბრობენ, საერთო ჯამში 310 მილიონი ადამიანი. ჯამში კი ჰინდიზე საუბრობს 534 მილიონი ადამიანი.

ესპანური - ამ ენაზე დაბადებიდან საუბრობს 480 მილიონი ადამიანი, საერთო ჯამში კი ესპანურად დედამიწაზე 512 მილიონი ადამიანი საუბრობს.

ფრანგული - ენა იცის 285 მილიონამდე ადამიანმა.

არაბული - მშობლიურ ენად ითვლება 250 მილიონი ადამიანისთვის, სულ კი დედამიწის გარშემო არაბულად 273 მილიონი ადამიანი საუბრობს.

რუსული - მშობლიურ ენად ითვლება 170 მილიონი ადამიანისთვის, მსოფლიოში კი რუსულად ჯამში 265 მილიონი ადამიანი საუბრობს.

მშობლიური ენების მიხედვით, კი მონაცემები ასეთია:

1. ჩინური

2. ესპანური

3. ინგლისური

4. ჰინდი

5. არაბული

6. პორტუგალიური

7. ბენგალი

8. რუსული

9. იაპონური

10. პუნჯაბი

ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის, "პიუ"-ს მიერ ჩატარებული კვლევებით, კი ირკვევა, რომ ევროპის კონტინენტზე თითქმის ყველა საჯარო სკოლაში ისწავლება უცხო ენა. გამოკითხვებით გაირკვა ისიც, რომ მოსწავლეთა დიდი ნაწილი მშობლიურ ენასთან ერთდ ფლობს ერთ უცხო ენას სრულყოფილად, მეორე უცხო ენაზე კი ელემენტარული ცოდნა გააჩნია.

"Census Bureau American Community Survey"-ის მონაცემებით, კი ირკვევა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მაცხოვრებლების დაახლოებით 20 პროცენტი სახლში ინგლისურად არ საუბრობს, ათიდან ერთი კი სახლში ესპანურად ლაპარაკობს.

2017 წლის მონაცემების მიხედვით, ქართულად 4 მილიონამდე ადამიანი საუბრობს, მონაცემებში არ არის დაკონკრეტებული თუ რამდენი ადამიანისთვის ითვლება ქართული მშობლიურ ენად. ქართული ენა ინტერნეტ გამოცემა "Culture trip"-ის მონაცემებით მშოფლიოში ყველაზე რთულ ენებს შორის მოხვდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG