ნიუ იორკის რაიონულმა გამგეობამ მხარი დაუჭირა წინადადებას 11 სექტემბრის ტრაგედიის ადგილთან ახლოს მეჩეთის აშენების შესახებ.
რამდენიმე საათიანი დებატების შემდეგ, საბჭომ გადაწყვეტილება 29-ით ერთის წინააღმდეგ მიიღო, 10 წევრი პროცესს არ ესწრებოდა.
გეგმის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ 11 სექტემბრის მსხვერპლთა წინაშე უპატივცემულობაა მუსლიმური რელიგიური სივრცის არსებობა იქ, სადაც ისლამურმა ექსტრემიზმა ტრაგედია დაატრიალა.