ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი "ამერიკის ხმას" და "რადიო თავისუფლებას" აფრთხილებს


რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ გააფრთხილეს შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული საინფორმაციო საშუალებები, რომ ისინი უცხო ქვეყნის აგენტებად უნდა დარეგისტრირდნენ.

ესაა პასუხი იმაზე, რომ ამერიკაში კრემლის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალება RT ამ კვირაში იძულებული გახდა სწორედ ამგვარად დარეგისტრირებულიყო.

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ხუთშაბათს თქვა, რომ მან უკვე გააფრთხილა "ამერიკის ხმა" და "რადიო თავისუფლება" და სხვა, 7 დამოუკიდებელი რეგიონული მედიასაშუალება, რომ მათ ეს ცვლილებები შეეხებათ.

სამინისტრომ გამოაქვეყნა იმ მედიასაშუალებებისა და ვებგვერდების სია, რომლებიც "ახლო მომავალში" ამგვარ რეგულაციებს უნდა დაექვემდებაროს.

ოთხშაბათს რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ცვლილებები შეიტანა 2012 წელს მიღებულ კანონში, რომლის სამიზნეც სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები და მათ შორის უცხოური მედიასაშუალებები არიან. "უცხო ქვეყნის აგენტად" რეგისტრირება რუსეთში ამ მედიასაშუალებებს იძულებულს გახდის სისტემატურად მიაწოდონ ხელისუფლებას ინფორმაცია მათი მიზნების, გეგმების, ფინანსებისა და თანამშრომლების შესახებ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG