ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არეულობა მოსკოვში


არეულობა მოსკოვში
არეულობა მოსკოვში

მოსკოვის მილიციამ ათასამდე ადამიანი დააპატიმრა რუსეთის დედაქალაქში 15 დეკემბერს მომხდარი არეულობის დროს.

ჩრდილოკავკასიელებსა და რუსულ ნაცისტურ დაჯგუფებებს შორის ყველაზე დიდი დაპირისპირება კიევის სადგურის ტერიტორიაზე მოხდა, აქ მილიციამ 700-მდე ადამიანი დააკავა.

დაპატიმრებულთა უმრავლესობა ცივი იარაღით, ტრამვატული პისტოლეტებით და ხელკეტებით იყო აღჭურვილი.

ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი არეულობის მონაწილენი დააკავეს პეტერბურგშიც. ანალოგიური მიზეზით დაიჭირეს ხალხი როსტოვშიც.

მოსკოვში უსაფრთხოების გასაკუთრებული ზომები მოქმედებს. ქალაქში მილიციის გაძლიერებული ქვედანაყოფები მორიგეობენ. მილიცია კერძო ავტოტრანსპორტის შემოწმებას აწარმოებს.

როგორც ვაშინგტონის კენანის ინსტიტუტის მოსკოვის ფილიალის პრფესორი ემილ პაინი აცხადებს ეთნიკურმა დაპირისპირებამ რუსეთში უმაღლეს წერტილს მიაღწია, როდესაც ეთნიკური უმრავლესობის აგრესიული მოქმედება უმცირესობის წარმომადგენლებს საპასუხო რეაქციისკენ უბიძგებს.

რუსი ექსპერტის აზრით ამ შემთხვევაში ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამური რადიკალიზმის გაძლიერებაც დიდ როლს თამაშობს.

პროფესორი პაინის განცხადებით რუსეთის ხელისუფლების მოქმედება იმაზე მიუთითებს, რომ მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების საფრთხე, რამაც შესაძლოა დიდი სისხლისღვრა გამოიწვიოს.

როგორც ადამიანის უფლებათა დამცავი ორგანიზაციის „მემორიალის“ გამგეობის წევრი სვეტლანა განუშკინა მიიჩნევს ამის გამო რუსეთის ხელისუფლებას უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, რომელიც წლების განმავლობაში თვალს ხუჭავდა ფაშისტური ელემენტების თავხედობაზე. უფრო მეტიც მოსკოვში ხელისუფლების ნებართვით ყოველწლიურად იმართება რუსული მარში, რომელიც აშკარად ნაცისტური ლოზუნგებით მიმდინარეობს.

სვეტლანა განუშკინას აზრით დროა რუსეთის ხელისუფლებამ შეიგნოს რომ ქსენოფობიის მხრადაჭერით ისეთ ჯინს გამოუშვებს ბოთლიდან, რომელსაც თავად ამ ხელისუფლების წალეკვა შეუძლია. ქალბატონი განუშკინა გაკვირვებას ვერ მალავს იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ-ჯერობით რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს არ გამოუხატავს თავისი პოზიცია ამ არეულობასთან დაკავშირებით.

როგორც რუსეთის ოპოზიციის წარმომადგენელი მიხაილ დელიაგინი აცხადებს სამთავრობო ტელევიზიები სათანადოდ არ აშუქებენ ამ მოვლენებს და იმ ფაქტის მიჩქმალვას ცდილობენ, რომ შეტაკებები მოსკოვის გარდა რუსეთის სხვა ქალაქებშიც მოხდა, კერძოდ სამარასა და როსტოვში.

ბატონი დელიაგინი მიიჩნევს რომ რუსები არა მარტო ჩღდილოეთ კავკასიაში, არამედ თავად მოსკოვშიც დაჩაგრულები არიან. მისი თქმით, როდესაც კავკასიელთა ბანდიტური დაჯგუფებები რაიმეს აშავებენ ქრთამის გადახდის და სამართალდამცავების მოსყიდვის წყალობით იოლად აღწევენ თავს მართლმსაჯულებას. რუსები კი ყველაფრისთვის მთელი სიმკაცრით ისჯებიან.

ახლა როდესაც ფეხბურთის გულშემატკივარი კავკასიელებმა მოკლეს და ამის შემდეგ მკვლელობაში ეჭვმიტანილები მილიციიდან გაუშვეს, ხალხის მოთმინების ფიალა აივსო და უკმაყოფილებამ ქუჩებში გადმოხეთქა.

როგორც ბატიონი დელიაგინი მიიჩნევს ეთნიკურ ნიადაგზე შეტაკებებს ბოლო უნდა მოეღოს, მაგრამ პირველ რიგში აუცილებელია კრემლმა კორუფციასთან ბრძოლა სამართალდამცავი ორგანოებიდან დაიწყოს.

XS
SM
MD
LG