ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვის აეროპორტში ავიაკატასტროფას სულ მცირე 41 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა


მოსკოვის "შერემეტიევოს" აეროპორტში მომხდარ ავიაკატასტროფას სულ მცირე 41 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სამგზავრო თვითმფრინავი „სუხოი სუპერჯეტ-100“ აეროპორტში ავარიული დაშვებისას ცეცხლში გაეხვა.

ჟურნალისტებთან საუბრისას, რუსეთის საგამომძიებლო კომიტეტის პრესსპიკერმა, ელენა მარკოვსკაიამ განაცხადა, რომ ინციდენტს 37 ადამიანი გადაურჩა. გარდაცვლილებს შორის ორი ახალგაზრდა და ერთი ეკიპაჟის წევრია. შესაძლოა დაღუპულებს შორის ამერიკის ერთი მოქალაქე იყოს.

რუსული ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ უჩნდება ცეცხლი თვითმფრინავს დაშვებისას. ბორტზე 73 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავი ავარიულ დაშვებას ახორციელებდა.

რუსეთის ახალი ამბების სააგენტოს „ინტერფაქსის“ ცნობით თვითმფრინავის ავარიული დაშვება, ერთი ვერსიით, მეხის დაცემამ განაპირობა.

თვითმფრინავი ქალაქ მურმანსისკენ მიემართებოდა. აფრენის შემდეგ ეკიპაჟმა ავიადისპეჩერს სიგნალი გადასცა, რომ თვითმფრინავს ტექნიკური პრობლემა ჰქონდა და ავარიულ დაშვებას საჭიროებდა. მგზავრების ევაკუაცია ავარიული გასასვლელებიდან მოხდა.

რუსეთის საგამომძიებლო კომიტეტი ინციდენტს იძიებს. ოფიციალური მიზეზი, თუ რამ გამოიწვია ინციდენტი ჯერ ისევ უცნობია. ეს „სუხოის“ ტიპის „სუპერჯეტის“ მეორე ფატალური ფრენაა. 2012 წელს სადემონსტრაციო ფრენისას თვითმფრიანვი მთას შეეჯახა და ბორტზე მყოფი 45 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG