ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი მოლდოვას და საქართველოს ულოცავს


ჯონ კერი მოლდოვას პრეზიდენტს-ნიკოლაე ტიმოფტის და პრემიერ იურიე ლეანკას ხვდება კიშინევი, 4 დეკემბერი, 2013
ჯონ კერი მოლდოვას პრეზიდენტს-ნიკოლაე ტიმოფტის და პრემიერ იურიე ლეანკას ხვდება კიშინევი, 4 დეკემბერი, 2013
ევროკავშირმა ოთხი წლის წინ საფუძველი ჩაუყარა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივას, რათა მხარი დაეჭირა და დაეჩქარებინა რეფორმებისკენ მიმართული პროგრესი, რომელიც უკვე დაწყებული იყო ექვს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში: სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსში, საქართველოში, მოლდოვაში და უკრაინაში.

პროგრამა ჩაფიქრებული იყო პარტნიორებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესების გზით, ამ ქვეყნების პოლიტიკური ასოციაციის და ეკონომიკური შერწყმის დასაჩქარებლად.

აღმოსავლეთ პარტნიორობის საბოლოო მიზანია თავისუფალი ვაჭრობის ახალი ზონის შექმნა, რომელიც გააერთიანებს ევროკავშირის 28 ქვეყანას აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის ექვს ქვეყანასთან.

მათგან ორმა, საქართველომ და მოლდოვამ, ცოტა ხნის წინ შემდეგი ნაბიჯიც გადადგეს, როცა ხელი მოაწერეს ევროკავშირთან ასოციაცირების ხელშეკრულების წინასწარ შეთანხმებას და ახლა, საბოლოო ხელშეკრულების გაფორმების მიმართულებით მუშაობენ.

რეგიონში ბოლოდროინდელი ვიზიტისას, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ საქართველოს და მოლდოვას მიულოცა ამ ნაბიჯის გადადგმა და შეაქო ეს ქვეყნები „კანონის უზენაესობის განმტკიცების, დემოკრატიის და თავისუფალი ბაზრის დამკვიდრებისთვის“. სახელმწიფო მდივანმა კერიმ ორ ქვეყანას აღუთქვა შეერთებული შტატების ძლიერი მხარდაჭერა „საქართველოს და მოლდოვას
ევრო-ატლანტიკურ საზოგადოებაში შერწყმის საქმეში“. მან თქვა: „მთელ კონტინენტზე სტიმული მიეცემა მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, განვითარებას და კეთილდღეობას."moldo

მოლდოვაში ღვინის საწარმოს დათვალიერებისას, სახელმწიფო მდივანმა კერიმ „ხიდების აშენების და შესაძლებლობების“ სადღეგრძელო წარმოთქვა.

„ჩვენ ვსვამთ მომავლის სადღეგრძელოს, ევროპის გაერთიანების სადღეგრძელოს, მომავლის გზის სადღეგრძელოს და ამ მიზნების მისაღწევად შეერთებული შტატების დახმარების მზადყოფნის სადღეგრძელოს“.
XS
SM
MD
LG