ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიშინოვი: ორი რუსული უპილოტო საფრენი აპარატი მოლდოვაში ჩამოვარდა


მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას, რომ 10 ნოემბერს, ორი რუსული უპილოტო საფრენი აპარატი მოლდოვის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვრიდან 40-45 კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა.

არსებული ინფორმაციით, საუბარია ე.წ. „სატყუარა“ დრონებზე, რომლითაც რუსეთი ცდილობს უკრაინული საჰაერო თავდაცვის იარაღის შეცდომაში შეყვანას.

კიშინოვში ამბობენ, რომ რუსეთის ეს ქმედება მოლდოვის საჰაერო სივრცის დარღვევაა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ „გმობენ რუსეთის აგრესიულ შემოსევებს და რუსეთის სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ“.

კიშინოვის განცხადებას გამოეხმაურნენ კრემლში. რუსეთის მთავრობა ამბობს, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა და კიშინოვს არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

2022 წლიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, მოლდოვის საჰაერო სივრცე 15 ჯერ დაირღვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG